გაკვეთილის მთავარი
თემა
|
მარტივი და შედგენილი რიცხვები
|
სწავლების საფეხური
|
5-6 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
33 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა
|
მოსწავლეები გაიხსენებენ გამყოფებისა და ჯერადების ცნებებს; განსაზღვრავენ , თუ როგორია რიცხვი: მარტივი თუ შედგენილი? რამდენი გამყოფი აქვს რიცხვს?
ხელს შეუწყობს მომავალში გაყოფადობის ნიშნების ათვისებას და უსგ-ს და უსგ-ს პოვნის პროცესს.
განუვითარებს მოსწავლეებს კლასიფიკაციის და დალაგების უნარებს.
|
გაკვეთილის მიზნები
დაშედეგები
|
მარტივი და შედგენილი რიცხვების არსის განმტკიცება; ერატოსთენეს საცრის მეთოდის გაცნობა მარტივ რიცხვთა ცხრილის შედგენისათვის;
მარტივი და შედგენილი რიცხვების კლასიფიკაცია;
მათ. 5.1. იყენებს ახალ რიცხვით სახელებს, პოზიციურ სისტემას და ახდენს ნატურალური რიცხვების კლასიფიკაციას.
·
განასხვავებს კენტ, ლუწ, მარტივ და შედგენილ რიცხვებს, ასაბუთებს 2-ზე და 5-ზე გაყოფადობის ნიშნებს.
|
წინასწარი ცოდნა
|
რა არის ნატურალური რიცხვი;
რა არის ნატურალური რიცხვის გამყოფი, ჯერადი;
რა არის მარტივი, შედგენილი რიცხვი;
რამდენი გამყოფი აქვს ნატურალურ რიცხვს.
|
შეფასების საგანი
დაპროცედურები
|
მოსწავლეთა წარმატებას დავადგენ ზეპირი გამოკითხვით (კითხვა-პასუხი);
შევთავაზებ პრეზენტაციას,საავტორო სავარჯიშოს და ვიკიპედიის ანიმაციას;
შეფასება (განმავითარებელი, განმსაზღვრელი) ;
მოსწავლეები შეფასდებიან თვითშეფასების რუბრიკით (დანართი1)
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო
ინტერნეტი
ჯეოსელის კლასი
MS Word
|
გაკვეთილის მსვლელობა /საკლასო მენეჯმენტი
|
სასწავლო მიზნის მისაღწევად განვახორციელებ აქტივობებს:
·
განვლილი მასალის გამოკითხვა - 5 წთ;
·
პერზენტაცია-5 წთ -ინტერესის გამოწვევა;
·
1-დან 30 მდე რიცხვებიდან მარტივი რიცხვების ამოწერა- 15 წთ- ცოდნის კონსტრუირება;
·
სავარჯიშოს შესრულება -15წთ- ნასწავლის გაერთიანება-განმტკიცება;
·
გაკვეთილის რეფლექსია-3 წთ ;
·
დავალება -2 წთ.
მოსწავლეების ორგანიზება
·
ინდივიდუალური
·
წყვილებში
·
მთელ კლასთან მუშაობა.
|
გაკვეთილის გეგმა
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий