воскресенье, 26 июня 2016 г.

გაკვეთილის  მთავარი
თემა
მარტივი და შედგენილი რიცხვები  
სწავლების საფეხური
5-6 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
33 მოსწავლე


გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა
მოსწავლეები გაიხსენებენ გამყოფებისა და ჯერადების ცნებებს; განსაზღვრავენ , თუ როგორია რიცხვი: მარტივი თუ შედგენილი?  რამდენი გამყოფი აქვს რიცხვს?
ხელს შეუწყობს მომავალში გაყოფადობის ნიშნების ათვისებას და უსგ- და უსგ- პოვნის პროცესს
განუვითარებს მოსწავლეებს კლასიფიკაციის და დალაგების უნარებს.



გაკვეთილის მიზნები
 დაშედეგები
მარტივი და შედგენილი რიცხვების არსის განმტკიცება; ერატოსთენეს საცრის  მეთოდის გაცნობა მარტივ რიცხვთა ცხრილის შედგენისათვის;
მარტივი და შედგენილი რიცხვების კლასიფიკაცია;

მათ. 5.1. იყენებს ახალ რიცხვით სახელებს, პოზიციურ სისტემას და ახდენს ნატურალური რიცხვების კლასიფიკაციას.
·                     განასხვავებს კენტ, ლუწ, მარტივ და შედგენილ რიცხვებს, ასაბუთებს 2-ზე და 5-ზე გაყოფადობის ნიშნებს.
წინასწარი ცოდნა
რა არის ნატურალური რიცხვი;
რა არის ნატურალური რიცხვის გამყოფი, ჯერადი;
რა არის მარტივი, შედგენილი რიცხვი;
რამდენი გამყოფი აქვს ნატურალურ რიცხვს.


შეფასების საგანი 
დაპროცედურები
მოსწავლეთა წარმატებას დავადგენ ზეპირი გამოკითხვით (კითხვა-პასუხი);
შევთავაზებ პრეზენტაციას,საავტორო სავარჯიშოს და ვიკიპედიის  ანიმაციას;
 შეფასება (განმავითარებელი, განმსაზღვრელი) ;
მოსწავლეები შეფასდებიან თვითშეფასების რუბრიკით (დანართი1)


სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო
ინტერნეტი
ჯეოსელის კლასი
MS Word



გაკვეთილის მსვლელობა /საკლასო მენეჯმენტი
სასწავლო მიზნის მისაღწევად განვახორციელებ აქტივობებს:
·                     განვლილი მასალის გამოკითხვა - 5 წთ;
·                     პერზენტაცია-5 წთ -ინტერესის გამოწვევა;
·                     1-დან 30 მდე რიცხვებიდან მარტივი რიცხვების ამოწერა- 15 წთ- ცოდნის კონსტრუირება;
·                     სავარჯიშოს შესრულება -15წთ- ნასწავლის გაერთიანება-განმტკიცება;
·                     გაკვეთილის რეფლექსია-3 წთ ;
·                     დავალება -2 წთ.
მოსწავლეების ორგანიზება
·                     ინდივიდუალური
·                     წყვილებში
·                     მთელ კლასთან მუშაობა.

Комментариев нет:

Отправить комментарий